სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება შვილმოკლული მამების აქციაზე - ზაზა სარალიძე ცუდად გახდა, დედამისი კი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა

პარლამენტის წინ ვითარება დაძაბულია. საღამოს რვა საათისთვის შვილმოკლული მშობლების სოლიდარობის აქცია განახლდა.

აქციის დროს შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძის დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი სავადმყოფოში გადაიყვანა. ის შეუძლოდ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გახდა.

ელისო კილაძის განმარტებით, მას სამართალდამცავებმა „გადაურეს“.

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს.

რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით, 10-მდე კარვის გაშლას გეგმავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100