ვინ არიან ფონიჭალაში, ნანგრევებში გარდაცვლილი დედა-შვილი (ფოტოები)

თბილისში ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.
მაშველებმა 7 საათიანი სამძებრო ღონისძიებების შედეგად დედა-შვილის ცხედრები იპოვეს, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს.


21 წლის სოფიო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი, ნ.ც. აფეთქებისას მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

ამ დროისთვის სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარი