სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.

"ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ" - აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღად 2018 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100