სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს არის იმ ეგოიზმის შედეგი, როცა შვილს სიყვარულის ნაცვლად, საკუთარი პრობლემები უსახსოვრეთ" - აი, რას წერს ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს ბავშვებთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

პატარა გოგონა ოთახის კუთხეში იჯდა და საკუთარახალფეხსაცმელებს დასჩერებოდა. ყოველთვის მოსწონდა ეს ფეხსაცმელები მეზობლის გოგოს ფეხზე, დღეს მოუტანა იმ გოგომ, “პირი გააღო მაგრამ შენ ისე მოგწონდა მოგცემო” ... და უხაროდა ბავშვურად ნახმარი სიახლე მის ცხოვრებაში. აღფრთოვანებიდან მეზობელ ოთახში დედმამის ჩხუბმა გამოიყვანა. როგორც ყოველთვის რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს. გოგონა მოიღუშა და მისი ბავშვური სამყარო მოულოდნელად უღრან ტყედ გადაიქცა. სადაც სრულიად მარტო დარჩა. მეზობელ ოთახში ჩვეული სცენა გრძელდებოდა. აუტანელი ცარიელი ხმაურის შემდეგ გაისმა ძალიან ხმამაღალი გრუხუნირომ არა ბავშვი “ ... გოგონა მიხვდა რომ ის რაც მეზობელ ოთახში ხდებოდა მისი ბრალი იყო ... კიდევ უფრო დაპატარავდა დაახალფეხსაცმელებს უფრო ახლოდან დააშტერდა , ოღონდ ამჯერად ვერ ხედავდა მათ. თეთრი ხმაური კიდევ რამოდენიმე ხანს გაგრძელდა და სახეწამონთებულმა დედამ ოთახის კარი გაბრაზებულმა შემოაღო . მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და რაღაცის წერა დაიწყო. მალე მამაც შემოვიდა ოთახში, ქურთუკი ნერვიულად აიღო და კარი ხმაურით გაიხურა. ერთმანეთისთვის არ შეუხედავთ . მითუმეტეს არცერთს არ შეუმჩნევია გოგონა.


სიჩუმე კარების ხმამ დაარღვია. ბებომ ჩაი და ნივრიანი პური შემოიტანა და ხმადაბლა უთხრა გოგონასჭამე ძილის დროაო
უყვარდა ნივრიანი პური.საძინებელში ბებომ შეიყვანა. საბანში გაეხვა და გაუხარდა მარტო დარჩენა. ესეთ დროს ოცნება უყვარდა. თვალები დახუჭა და წარმოიდგინა პატარა ქოხი. სადაც ცხოვრობდა დედმამასთან ერთად და სამივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი . და უბედურების ნაცვლად ბედნიერების მიზეზი იყო. ამ ოცნებებში ჩაეძინა.

ხვალ ეს გოგონა უკვე გაზრდილი რომ გაიღვიძებს, მას ექნება არასრულფასოვნების კომპლექსი, ყველა სიტუაციაში თავი დამნაშავე ეგონება არის თუ არ არის, ეს იმის ბრალი კი არ იქნება, შეძელით თუ არა თქვენ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა მშობლებო. ეს არის იმ ეგოიზმის შედეგი, როცა შვილს სიყვარულის ნაცვლად, საკუთარი პრობლემები უსახსოვრეთ.
აცალეთ ბავშვებს ბავშვობა. მიეცით მათ უფლება იყვნენ ლაღები. არავინ იცის რას უმზადებს ცხოვრება დიდობაში მათ. ნუ დაუმახინჯებთ ბავშვურ სამყაროს. ყველა ტრამვა ბავშვობიდან მოდის. მოაგვარეთ თქვენი პრობლემები მათ გარეშე და პასუხი აგეთ საკუთარ შეცდომებზე თქვენ ორმა . თუ სიყვარულს ვერ ჩუქნით , ნეგატივისგან მაინც დაიცავით .
იყავით მათთვის მაგალითი და არა შეცდომა“- წერს ტელეწამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100