სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი პირი მოკლეს - პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა

მკვლელობა თბილისში - ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი პირი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა, თუმცა მონაწილე პირთა რაოდენობა უცნობია.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

გამოძიება 108-განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს - 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100