სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გრიგოლიჩ, ხალხის მოვარდნის თუ გეშინია, რას გირჩევ იცი? მტკვარზე დიდი ტივი შეკარით...რუჩკა სალომეს ბიჭს დაატრიალებინე" - ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

აი, რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე:

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ შედგებაო.

გრიგოლიჩ, ხალხის მოვარდნის თუ გეშინია, რას გირჩევ იცი? თბილისი მაინც ხელისუფლების ცენტრია და ჭორვილის ტყეში ფიცის დადებას ეშხი არ ექნება.

ამიტომ, მტკვარზე დიდი ტივი შეკარით და სანამ მცხეთიდან ორთაჭალამდე ცურვით დაყვებით, სალომე, თავისი ქართულით, ფიცის წაკითხვასაც მორჩება. ასარევათ მოსული ხალხი კი მტკვარში ნაღდად არ გადმოხტება, წყალი ეხლა ისეთი ცივია.

.. არღანის წაღება არ დაგავიწყდეთ, მტკვარზე დაცურებულ ტივს უხდება, ოღონდ რუჩკა სალომეს ბიჭს დაატრიალებინე აუცილებლად“.- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100