ნოკაუტით დასრულებული ხელჩართული ჩხუბი НТВ-ს ეთერში (ვიდეო)

რუსეთის „ნაციონალური სარეზერვო ბანკის“ მფლობელი, ალექსანდრე ლებედევი ტელეკომპანია „ენ-ტვ“-სტუდიაში, სადაც პროგრამა "НТВшники"-ს ჩაწერა მიმდინარეობდა, მოულოდნელად ეძგერა ბიზნესმენ სერგეი პოლონსკის და მუშტები დააყარა.

ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც პოლონსკიმ თქვა ფრაზა: „უკვე დავიღალე და სიფათში მოდების სურვილი გამიჩნდა, გესმით?“ - ლებედევი მას რაღაცას ეკითხება და სკამიდან დგება. პოლონსკი გამოსვლას აგრძელებს, ამ დროს კი ლებედევი მას თავს ესხმის და მუშტებს თავში ურტყამს, რის შედეგადაც პოლონსკი სკამიანად ეცემა და რამდენიმე მეტრით უკან ვარდება. როგორც ლებედევმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, მან, უბრალოდ, მისკენ მიმართული „უსაფუძვლო მუქარის ნეიტრალიზება“ მოახდინა.

„მანამდე ბატონ პოლონსკის არც ვიცნობდი და არც ნანახი მყავდა. მართალია, ვიცოდი, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა კრედიტორებთან მოლაპარაკებასთან მიმართებაში, მაინც გაოცებული დავრჩი მისი ქცევით გადაცემის ჩაწერის დროს.“, - თქვა ლებედევმა, - „ერთ ეპიზოდში, როცა თავის აზრს ავითარებდა და სახეში მიყურებდა, მან თქვა: „ამისთვის კაცმა სიფათში უნდა მოგდოს“ და მე ვკითხე: „ვის, მე?“, რაზეც მიპასუხა: „დიახ“. ამის შემდეგ მე ძალიან აკურატულად შევძელი ამ უსაფუძვლო მუქარის ნეიტრალიზება“, - ასე ახსნა ლებედევმა თავისი მოქმედება.

კომენტარი