სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაწონს, ხაჭაპურს, სულგუნს და ჭაჭას ვერ მოგვპარავენ - უკვე დავაპატენტეთ

ზემოთჩამოთვლილ ბრენდებთან ერთად საქართველომ კიდევ 30 სახეობის ეროვნული კერძი დააპატენტა, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური იტყობინება. როგორც „ბი-ბი-სი“-ს საქპატენტის ხელმძღვანელმა უთხრა, დაპატენტების პროცესი მომავალშიც განუხრელად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დაპატენტებული კერძი ან ესა თუ ის პროდუქტი, საცალო ფასის კუთხით, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის, რომელსაც პატენტი არ გააჩნია.

როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენჯერმე დაფიქსირდა აშკარად ქართული, ეროვნული სამზარეულოს ბრენდის მისაკუთრების ფაქტი, ძირითადად, სომხეთში რეგისტრირებული კომპანიების მხრიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100