"მივხვდი, რაღაც საშინელი ხდებოდა, რაღაც გამოუსწორებელი...მითხრა, დათო გარდაიცვალაო" - დავით ჭოჭუას გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა

დავით ჭოჭუას გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. აი, რას წერს მწერალი სალომე ბენიძე:

12 დეკემბრის დილა სულ მემახსოვრება. ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და საჭესთან ხომ არ ხარო, რომ მკითხა, მივხვდი, რაღაც საშინელი ხდებოდა, რაღაც გამოუსწორებელი. სარკესთან ვიდექი და თმას ვიშრობდი. მითხრა, დათო გარდაიცვალაო. არასოდეს გაქრება ჩემი გონებიდან ის წამი, მისი ხმა და ჩემი სახე სარკეში.
ამ ფოტოზე ჩემი ნაჩუქარი ბაფთა უკეთია. ამბობდა, წარმატება მოაქვსო და ორივეს გვიხაროდა.
დღეს სამი წელი გავიდა, რაც აღარ არის.“.

შეგახსენებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ამე­რი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი და­ვით ჭო­ჭუა 2015 წლის 11 დეკემბერს გულის შეტევით გარ­და­იც­ვა­ლა.

კომენტარი