სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში - დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა

ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დამანგრეველი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 280-ს გადააჭარბა.

დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. მაშველები დაკარგულებს ეძებენ.

რეგიონის მოსახლეობამ ღამე შემაღლებულ ტერიტორიებზე მოწყობილ თავშესაფრებში გაათენა. ჩახერგილი გზების გამო კვლავ გართულებულია რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

სამაშველო სამსახურების და მედიკოსების დამატებითი ძალები დაზარალებულ დასახლებებში ჩაღწევას შემოვლითი გზებით ცდილობენ. გიგანტურმა ტალღებმა ინდონეზიის დასავლეთ რეგიონებს გუშინ ღამე გადაუარა და რამდენიმე დასახლება გაანადგურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100