სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ინტერსექიურითი ჯორჯიას“ პირველი კომენტარი პირზე, რომელიც სამარშრუტო ტაქსიში ჩუკენობდა - აი, რა განუცხადეს დრონი.ჯი-ს დაცვის სამსახურში

პირს, რომელიც დღეს სამარშრუტო ტაქსიში „ჩუკენობდა“, დაცვის კომპანია „ინტერსექიურითი ჯორჯიას“ ფორმა აცვია. ჩვენ აღნიშნული პირის ვინაობით დავინტერესდით და კომპანიას დავუკავშირდით.

აი, რა განუცხადეს დრონი.ჯი-ს „ინტერსექიურით ჯორჯიაში“:

„ვნახეთ თქვენს მიერ გამოქვეყნებული მასალა და ჩვენთან მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. ვინაიდან და რადგანაც, ფოტოზე არ ჩანს სახე, ჩანს მხოლოდ რაღაცა ნაწილი, ეხლა იდენტიფიცირებას ვადგენთ ჩვენი თანამშრომელია თუ არა. მალე დავადგენთ ამჟამად მუშაობს ჩვენს კომპანიაში თუ ყოფილი თანამშრომელია. ვეცდებით, რომ მალე გავარკვიოთ და გაგაგებინებთ“ - განგვიცხადეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა სამარშრუტო ტაქსიში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა იმ ტიპის, რომელიც მზავრობისას „ჩუკენობდა“. ჩვენ აღნიშნული მასალა რამდენიმე წუთის წინ გამოვაქვეყნეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100