სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეგ გადაცემა არათუ ოჯახებს ანგრევს, კაცებზეც ძალადობს" - ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხი ემზარ კვიციანს

"ბატონო ემზარ, დასახურია ეს ნანუკას შოუ. ეგ გადაცემა არათუ ოჯახებს ანგრევს, კაცებზეც ძალადობს. თქვენ ადგილას დავიწყებდი აქციებს გადაცემის დახურვის მოთხოვნით. თან, პერმანენტულს" - ასე უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმა ემზარ კვიციანის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ "ნანუკას შოუ" თურმე ოჯახებს ანგრევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ემზარ კვიციანმა ასეთი განცხადება გააკეთა:
„რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს, რომ... ვინც კი „რუსთავი 2-ს“ უყურებს და „ნანუკას შოუს“, 90%-ს იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა?"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100