სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი მოკლული და ერთი დაჭრილი - ორმაგი მკვლელობა და სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში

მკვლელობა და სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ოლეგ შუშანაშვილი და მისი მეზობელი, ხოლო დაჭრილია ერთი მამაკაცი.

დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეების ვინაობის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაპირისპირების დეტალები დგინდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100