სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ასე გაგვამწარა საახალწლოდ, ჩემი შვილი დანით დამისერა" - ისრაელში ქართველმა ქალმა ემიგრანტი ბიჭი მოკლა

სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ისრაელში ქართველი ემიგრანტის მიწერილ ტექსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ემიგრანტ დედას, შვილი ისრაელში ქართველმა ქალმა მოუკლა და ოჯახს იმის საშუალება არ აქვს სამშობლოში ცხედარი გადმოასვენონ.

"შვილი მოუკლეს ემიგრანტს ისრაელში...
მოგესალმებით ბატონო შოთა, მე ისრაელში მცხოვრები ქართველი ემოგრანტი ვარ, გამწარებული დედა გწერთ და გაწუხებთ. ჩემი შვილი პირველ იანვარს მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა, ასე გაგვამწარა საახალწლოდ, ჩემი შვილი დანით დამისერა. ვინაიდან იმის თანხა არ მქონდა ჩემი შვილი საქართველოში გადმომესვენებინა და ისრაელში დავკრძალეთ, მინდა გადმოვასვენო სამშობლოში . ძალიან მიჭირს თხოვნა ბატონო შთა. მე თვითონ ლეიკემიით ვარ ავად, მე სამე სტადია მაქვს, მაგრამ არასდროს არ მითხოვია არაფერი. ერთი თხოვნა მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ ჩემი შვილი საქართველოში გადავასვენო. უფალს ვთხოვ ეს სურვილი შემისრულდეს. გამწარებული დედა ვარ, შვილმკვდარი დედა, გთხოვთ დამეხმარეთ რომ ჩემი შვილი საქართველოს მიწას მივაბარო" - ემიგრანტი დედა კატერინა წიკლაური

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”

"შვილო მიშიკო შენ მოგიკვდეს დედაა შვილო. როგორ უნდა მიგაბარო შვილო ცივ მიწას ჩემო ტანჯვით გაზრდილოო შვილო. ჩემო ჭკვიანოო და ალალო შვილო. ვაიმეეე რა მწარე ყოფილა შვილის სიკვდილი. მიშიკო დედი წმინდა მიწას უნდა მიგაბარო დღეს შვალოო. ღვთისშობელს ჩავაბარებ შენს თავს მიშოოო მეც მალე მოვალ დედი ჩაგეხუტები შვილო და გაგათბობ ჩემოო ალალო და უბოროტოო ვაჟკაცოო. მოგიკვდეს დედაა" - წერს შოთო სიხარულიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100