სერგეენკოსა და კალაძის დაუდევრობის გამო, გრიპით 14 ადამიანი გარდაიცვალა, 39 კი უმძიმეს მდგომარეობაშია

ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს დაგვიანებული რეაქციისა და თბილისის მერ კალაძის დაუდევრობის გამო, გრიპით უკვე 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია, თუმცა, ჯერ კიდევ არ ვიცით, გაიზრდება თუ არა, მსხვერპლი.

კერძოდ, ამ წუთებში, საქართველოს სხვადასხვა საავადმყოფოებში, ჯამში 640 ადამიანი მკურნალობს. აქედან, 39 პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია.

მონაცამებს მინისტრი სერგეენკოც ადასტურებს, რომელმაც ამ საყოველთაო ეპიდემიის ფონზე სრული უუნარობა გამოამჟღავნა.

თუმცა, მასთან ერთად, დედაქალაქში შექმნილ კატასტროფულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია მერი კალაძეც, რომელიც მაშინ, როდესაც მის დაქვემდებარებაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაავადებულთა გადაყვანას ვერ ასწრებს და დაპარალიზებულია, ის ალპებში ისვენებს.


მეტიც, პრეპარატი ტამიფლუ, რომელიც გრიპით დაავადებულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ფარმადეპოში იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე პსპ-ში.
კერძოდ, ივანიშვილის ფარმადეპო ტამიფლუს 93 ლარად ყიდის, პსპ კი, 83 ლარად.

კომენტარი