სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, სამწუხაროდ ამაზე საუბარი არ შემიძლია“ - რას აცხადებს 22 წლის გოგოს გარდაცვალებაზე დაავადებათა კონტროლის დირექტორი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 წლის ქალის, სალომე ქემაშვილის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთბს.

მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტთან მიმართებით, H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება.

"კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კომეტოზირ მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში, ინფექციურ სააცადმყოფოში იყო მოთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100