სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4 ადამიაინ დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს" - ნათქვამია განცხადებაში.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გაზიზის გაჟონვაა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა მათ თქვეს რომ პრობლემა არ იყო და ტერიტორია დატოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100