"ეს ყველა ოჯახში უნდა იყოს, რომ აფეთქება არ მოხდეს... ბოლზე რეაგირებს. ესენი ისეთივე აუცილებელია ყველა ოჯახში, როგორც თეფში ან სკამი"

სოციალურ ქსელში თამარ ლომიძე დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.

"ეს ყველა ოჯახში უნდა იყოს! მართკუთხედი- გაზზე, მრგვალი - ბოლზე რეაგირებს. ესენი ისეთივე აუცილებელია ყველა ოჯახში, როგორც თეფში ან სკამი. რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, იქნებ, შემოიტანონ და დარიგდეს მოსახლეობაში. რადგან თავად ვერ აკონტროლებენ, მოსახლეობა თავად გააკონტროლებს, სანამ სერიოზული რამ მომხდარა... აღარ შემიძლია! გამისკდა გული!" - წერს თამარ ლომიძე.

კომენტარი