სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარალიძის საქმის გამო თბილისის მერია დაჯარიმდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტომ თბილისის მერია 1000 ლარით დააჯარიმა. საქმე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების განსაჯაროებას ეხება. სააგენტოს გადაწყვეტილებას სარალიძის ადვოკატი აქვეყნებს.

ცნობისთვის: თბილისის მერიამ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციისა და პარლამენტთან ნაძვის ხის განთავსების შესახებ განმარტებასთან ერთად ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაავრცელა.

კერძოდ, გასული წლის 11 ნოემბერს მერიის პრეს–სამსახურის მიერ ჟურნალისტებისთვის და სხვა გამომწერებისთვის გაგზავნილ იმეილს სამი ფაილი ჰქონდა მიმაგრებული. მერიის მიერ ზაზა სარალიძისთვის მიწერილი პასუხის დასკანერებული ვერსია, მერიის განცხადება და თვითონ სარალიძის მიერ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც იგი კალაძეს აცნობებს, რომ 31 დეკემბრამდე აგრძელებს პარლამენტთან საპროტესტო აქციას და კარვის დადგმის უფლებას ითხოვს. ამ წერილში ჩანს სარალიძის საცხოვრებელი მისამართი, მისი ტელეფონის ნომერი და მისი ხელმოწერა.

წერილის დასკანირებულ ვერსიას იმეილში, PDF დოკუმენტში, თან ერთვის სარალიძის პირადობის მოწმობის (ორივე მხირდან) დასკანირებული ვერსია, სადაც გარკვევით ჩანს სარალიძის პირადი ნომერი, ხელმოწერა და პირადობის მოწმობაზე დატანილი სხვა პერსონალური მონაცემები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100