სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში" - ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი ქალი, ცნობილი მხატვარი მოკლეს

კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს იტალიაში, ქალაქ ნაპოლში. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში.
ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს...
იმედია სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ თამარს!
"ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტს" 2017 წლის დაჯილდოვებაზე 2
წარდგენილი ყავდა წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით...
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”,

ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები" ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა "მისტიკური მზერა" დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და "საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია" შეტანილი.

თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბიოგრაფია უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. 2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო მილანში MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში, სადაც მის ორ ნამუშევარს – "მღელვარე ზღვა" და "ხუთი განზომილება" ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს. მიუხედავად სერიოზული აღიარებისა, ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირდა და თვლიდა, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია…

"შინაგანად ყოველთვის ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა.

ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემ ქვეყანაში საკუთარი სახელოსნო მქონოდა და იქ მემუშავა.

– რომელია კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ?

— როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?" - ამბობდა თამარ მოდებაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100