გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-მ და CRRC-საქართველომ კვლევის შედეგები წარადგინეს.

კითხვაზე, თქვენი აზრისთ ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? გაუარესდა, იგივე დარჩა, თუ გაუმჯობესდა? პასუხები ასე გადანაწილდა:

გაუმჯობესდა - 18%, იგივე დარჩა - 32%, გაუარესდა - 43%, არ ვიცი - 7%

თბილისი - გაუმჯობესდა - 19%, იგივე დარჩა - 29%, გაუარესდა - 49%, არ ვიცი - 4%

დიდი ქალაქები - გაუმჯობესდა - 17%, იგივე დარჩა - 28%, გაუარესდა - 51%, არ ვიცი - 4%

პატარა ქალაქები - გაუმჯობესდა - 24%, იგივე დარჩა - 28%, გაუარესდა - 42%, არ ვიცი - 6%

სოფელი - გაუმჯობესდა - 15%, იგივე დარჩა - 37%, გაუარესდა - 39%, არ ვიცი - 9%

უმცირესობათა დასახლებები - გაუმჯობესდა - 22%, იგივე დარჩა - 36%, გაუარესდა - 32%, არ ვიცი - 10 %

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.

(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარი