კახეთში 28 წლის მამაკაცი მოკლეს - მეჯვარემ მამაკაცს პირდაპირ გულში ესროლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში 28 წლის მამაკაცს, ზურა დანაჭრელაშვილს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გულის არეში ესროლა.

ახალგაზრდა მამაკაცი მისი მეჯვარე იყო.

ადგილობრივების თქმით, დანაჭრელაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკვლელობით ემუქრებოდა, რაც მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარი