სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლავროვი: "საქართველოს იძულება მშვიდობისკენ ბევრისთვის გაკვეთილად იქცა..."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზრით, "საქართველოს იძულება მშვიდობისკენ ბევრისთვის გაკვეთილად იქცა".

ასე უპასუხა ლავროვმა "Помни Россию"-ს კითხვას, რომლებიც საკმაოდ ვრცელი იყო და ასე ჟღერდა: "რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს რუსეთი და რამდენად მზადაა იგი, დაიცვას სამშობლოსგან შორს მცხოვრები და გაჭირვებაში აღმოჩენილი საკუთარი მოქალაქეები არა იმდენად სახელმწიფო ინტერესებიდან, რამდენადაც უბრალო ადამიანის - საკუთარი მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე? ამერიკელები მაგალითად, სიამაყით ამბობენ, რომ მათი ქვეყანა მზადაა, ავიამზიდი გაგზავნოს, რათა საკუთარი მოქალაქეები დაიცვას".

"რუსეთმა უბრალო მოქალაქეების დაცვის მზადყოფნა 2008 წლის აგვისტოში ოსეთში დაამტკიცა. იქ თავდასხმა სწორედ ჩვენს მოქალაქეებზე განხორციელდა, რამდენადაც სამხრეთ ოსეთში ადამიანების უმრავლესობას რუსული პასპორტი და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. საქართველო არა მხოლოდ აფხაზებსა და ოსებს დაესხა თავს, არამედ ჩვენს სამშვიდობოებსაც, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და ამდენად ძალა ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა. ვფიქრობ, რომ საქართველოს იძულება მშვიდობისკენ ბევრისთვის გაკვეთილად იქცა. რაც შეეხება ფუჭ ყვირილს, რომ მზად ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში ფლოტი გამოიყვანო.... ჩვენ ამას არ ვყვიროდით, თუმცა როდესაც საჭიროებამ მოითხოვა, გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელი იყო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად", - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100