სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოსალოდნელია ძლიერი ქარი" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ იტყობინება:
22 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.

23 თებერვალს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, აღმოსავლეთ საქართველოში კი +10, +15 გრადუსამდე დათბება.
24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

ქ. თბილისში 22-24 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 25 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 22 და 24-25 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100