"ქეთი დევდარიანთან როცა მქონდა საუბარი ახალი სეზონის შესახებ, მოკლედ მითხრა, ნინა ისევ მკურნალობს და ბევრი სანერვიულოც იქნებაო"

მსახიობ ანი ტყებუჩავასთვის "ჩემი ცოლის დაქალების" მე-14 სეზონი ემოციურად ყველაზე რთულ იყო. მისი გმირი ნინა, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მსახიობი ჟურნალ "სარკესთან" მისი გმირის შესახებ საუბრობს და აანონსებს, რომ მომდევნო სეზონში მაყურებელს ბევრი სანერვიულო ექნება.

"ძალიან საინტერესო სეზონი იწყება. აქტიურდება გურულების ხაზი და ამის გამო გადაღებები გურიაში გვაქვს, რაც მახარებს. ჩემი დედულეთია გურია და ბავშობაში ხშირად ჩავდიოდი იქ.

ნინა მკურნალობას აგრძელებს და არავინ იცის, ამ პროცესს რა მოჰყვება. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. ქეთი დევდარიანთან როცა მქონდა საუბარი ახალი სეზონის შესახებ, მოკლედ მითხრა, ნინა ისევ მკურნალობს და ბევრი სანერვიულოც იქნებაო" - ამბობს მსახიობი.

კომენტარი