სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა დავით ოქიტაშვილსა და გიგა შუშანიას შორის (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "კულტურის პალატის" თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა შუშანიამ გააპროტესტა ქარხნის ყოფილი შენობის პალატისთვის გადაცემა და მოითხოვა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება.

სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " დეპუტატმა გიგა შუშანიამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა, რამაც პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც სხდომას სპეციალურად ამ საკითხის მოსასმენად ესწრება. თავის მხრივ, ოქიტაშვილმა გიგა შუშანიას უთხრა, რომ სირცხვილი იყო ის, რომ იგი საკრებულოს დეპუტატია.

საკრებულოს სხდომაზე სულხან საბას ქუჩაზე მდებარე ყოფილი შენობის "კულტურის პალატისთვის გადაცემის საკითხი უნდა განეხილათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100