და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, როცა მათ მატარებელი დაეჯახა - უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 10 წლის გოგონას თავის ქალის და სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა აღენიშნება, ხუთი წლის ბიჭს კი ჰემატომა თავის ტვინში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 275 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს. რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი