მთვრალი რუსი მეთევზეების სეინერი რუსულ წყალქვეშა ნავს შეასკდა

ავაჩინსკის აკვატორიაში, კამჩატკაზე, სერიოზული ინციდენტი მოხდა. რუსული გამოცემების ცნობით, მთვრალი რუსი მეთევზეებით სავსე სეინერი მოდრეიფე რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავს: «Святой Георгий Победоносец»–ს შეასკდა. წინასწარი ვერსიით, სეინერის კაპიტანმა წყალქვეშა ნავზე გამაფრთხილებელი მანათობლები ვერ შეამჩნია.

ინციდენტის დროს რუსული ატუმური წყალქვეშა ნავი რეიდზე გასასვლელად ემზადებოდა. შეჯახების შედეგად ნავის კორპუსი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა, არც წყალქვეშა ნავზე და არც სეინერზე მყოფი ადამიანები არ დაშავებულან. ამ დროისთვის წყალქვეშა ნავი ვილიუჩინსკის პორტშია გადაყვანილი, სადაც აღდგენით სამუშაოებს სასწრაფო წესით უტარებენ.

კომენტარი