სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

35 წლის მომღერალი კლიპის გადაღების დროს დაიღუპა

ამერიკელი მომღერალი ჯასტინ კარტერი უახლოეს მომავალში ამერიკის სხვადასხვა შტატებში ტურნეს გამართვას გეგმავდა, თუმცა მისმა დაუდევრობამ არა მარტო კონცერტები ჩაშალა, არამედ სიცოცხლეც მოუსწრაფა.

ჯასტინი კლიპის გადაღების დროს რეკვიზიტად ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა ჯიბეში, რომელიც გადატენილ მდგომარეობაში იყო. მოულოდნელად იარაღმა ჯიბიდან გაისროლა და ქანთრის მომღერალს პირდაპირ თავში მოხვდა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და კარტერი მალევე გარდაიცვალა - იტყობინება Foxnews-ი.

მარტის დასაწყისში ჯასტინმა ჩაწერა სიმღერა "Love Affair", რომლის კლიპმაც იუთუბზე რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მისი პროდიუსერის თქმით, კარტერს მუსიკალურ სფეროში დიდი მომავალი ელოდა.

გარდაცვლილის დედის თქმით, მისი ვაჟი იმ საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა, რომელმაც საზოგადოების სიყვარული დაიმსახურა.

"ის მორწმუნე, კეთილი, ღირსეული და კაცთმოყვარე ადამიანი იყო, სწორედ ამიტომ უყვარდა ყველას - უცხოსაც თუ ნაცნობსაც. ჯასტინი ქველმოქმედებას ეწეოდა და ყოველთვის შესტკიოდა გული გაჭირვებულ ადამიანებზე"- აღნიშნა მომღერლის დედამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100