სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყოველდღე ვსევდიანდები, ვისაც გყავთ მოხუცები, ბევრი მოეფერეთ, მალე მიდიან" - გიორგი სუხიტაშვილის ემოციური პოსტი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ბებოზე ემოციურ პოსტს წერს.

"ისე როგორც ბავშვობაში მიყვარდა, პაპასთან და ბაბოსთან ყოფნა ამ პატარა, ცოტა არეულ ოთახში. ახლა მე იმ ტახტზე ვწევარ სადაც ისევ აწყვია ბაბოს ტანისამოსი, ბაბოს ჩანთა და რამდენიმე ნივთი. პაპას უხარია, რომ ჩავდივარ, რადგან მხოლოდ ჩვენი დანახვა უხარია. იცის, რომ ბაბოს აქ ამ ოთახში ვეღარ ნახავს. მეც ვიცი ეს და ამიტომ ვწევარ ამ ტახტზე, დავხუჭავ თვალებს და ოთახის სუნის და გამხმარი განშრევებული ფანჯრიდან შემოსული ხმის დახმარებით წარმოვიდგენ, რომ ისევ პატარა ვარ და ისევ ბაბოს გვერდით ვწევარ. ყოველდღე ვსევდიანდები იმის გახსენებით, რომ ბაბო აღარაა და პაპა , ჩემი მარტო პაპა მარტოა და მელოდება. ვისაც გყავთ მოხუცები, ბევრი მოეფერეთ, მალე მიდიან. ჩემი ბაბოს ასაკი რომ გარდაიცვალა მერე გავიგე, ჩემთვის ის ბაბო იყო ასაკის, სიბერის და ავადმყოფობის გარეშე.

მენატრება, მაგრამ პაპას გონებაში შეძვრომას რომ დავაპირებ, მალევე გამოვრბივარ უკან, ჩემი მონატრება ძალიან უსუსურად გამოიყურება მის მონატრებასთან" - წერს მომღერალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100