სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დავიბრუნეთ, ისევ ჩვენთანაა" - ვანიკო თარხნიშვილი რუსთავი 2-ში დაბრუნდა

მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი რუსთავი 2-ში დაბრუნდა - ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაპოსტა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი რუსთავი 2-ის არა ერთი გადაცემის წამყვანი იყო და იქ წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ტელევიზიის სხვადასხვა შოუ პროგრამების შემოქმედებითი ჯგუფი ტელეკომპანია "იმედში" გადავიდა და ვანიკომაც მათთან ერთად დატოვა რუსთავი 2.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ვანიკოს დაბრუნება დადებითად შეაფასა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100