სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ბრიტანეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ საუტპორტში მსუბუქი ძრავის თვითმფრინავი გაურკვეველ გარემოებაში გოლფის მოედანზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გოლფ-კლუბის Royal Birkdale-ის ტერიტორიაზე, თვითმფრინავს ჩამოვარდნისთანავე ცეცხლი გაუჩნდა. მფრინავი ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირება. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. პერიმეტრი გადაკეტილი აქვს პოლიციას და ადგილზე მხოლოდ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100