"ერთი საათის წინ გამოსამშვიდობებლი პოსტი დაწერა და სახლიდან გავიდა, დაგვეხმარეთ მის მოძებნაში!!!"

ყველამ წაიკითხეთ და მაქსიმალურად გააზიარეთ! ინტერნეტ მომხმარებელი ნათია ჩხაიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

"ერთი საათის წინ გავიდა სახლიდან ეთო ონიანი , გამოსამშვიდობები პოსტი დაწერა ფეისბუქზე და მის მერე არ ჩანს. თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ ქუთაისში , აუცილებლად მოგვწერეთ, ან დაუკავშირდით პატრულს. დროზე ვიპოვნოთ , ცუდი არაფერი მოსწიოს თავს.

გთხოვთ, გაავრცელოთ".


ეთო ონიანმა გაუჩინარებამდე შემდეგი პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში, ახლა კი მას ყველა ეძებს:


"

სანამ კლავიატურას მოვიგდებდი, მანამდე ზუსტად ვიცოდი,როგორც დამეწერა,
მაგრამ ახლა აღარ. პირველი, რასაც ვიზამ, ბოდიშს მოგიხდი, დე,
მა, შენც, უცბად რომ გავვარდი სახლიდან, წავედი-მეთქი და არც მითქვამს, საერთოდ რომ მივდივარ.
რაღაცნაირი ამბავია, არც კარგადყოფნა გამოდის, ცუდად ყოფნისაც მე არაფერი მეტყობა, მაგრამ ეგრეა და ვერ მოვერიე თავს, ხომ გახსოვთ, ჩემი პირველი პრობლემა ეგაა.
ვაახ, რამდენი უნდა ვწერო ეხლა, რამდენნაირად უნდა ვაფრქვიო სიყვარულიც და სინანულიც, ნელ-ნელა ვიზამ, ჯერ მივაჩვიო ხელი ამ წკაპა-წკუპს, როგორ ვწერ, ჰა? ისე გამოდის, გეგონება სადღაც შორს და კარგ ადგილას მივდივარ.
შეიძლება ეგრეც იყოს, ვნახავთ, დეპეშას ვაფრენ იქიდან.
ზუსტად ვიცი, რომ კარგი იყო ჩემთან, დიახაც, მაგრამ უჩემოდ უფრო მაგარი იქნება.
ყველაზე ნაკლებად მინდა ეს, რაც ხდება. საერთოდ არ მინდა ჩემი გიჟქალა ნინის და იოსების გარეშე ყოფნა, მაგრამ ეგრეა პაატარა მაიმუნებო, ხომ კარგად იცით, რომ მეკითხებოდით, ჩვენზე მეტად ვინმე თუ გიყვარსო, ტყუილს გპასუხობდით.
არც არავინ მიყვარს, რანაირად შეიძლება ეგრე იყოს, თქვენ ხართ ჩემი დიდი საჩუქარი, ყველანაირი კარგადყოფნის ძალა და თუ კი რამე არსებობს, რაც მინდოდა გამეკეთებინა, რისთვისაც მიმეღწია, ზუსტად თქვენს გამო.
რამდენჯერ მოვიქეცი უნამუსოდ, მაგრამ ამაზე დიდს რას გავაფუჭებდი ახლა, როგორც მე ვიქცეოდი, ისე ნუ მოიქცევით, არც იფიქროთ! ისწავლეთ-მეთქი, რომ გეჩხუბებით, ეგრეც ქენით
თორე მოგაწვდენთ ჯაჯღანის ხმას და დაიწყებთ, დაგვანებე თავიო. დიდზე დიდო ქალბატონო ნინი, რაც მაქვს ოთახში, ყველაფერი წაიკითხე, ჩემი ნაწერებიც შეგიძლია იკითხო და ცოტა იცინო, ბევრი მეწყინება, ბავშვო.
მოკლედ, მიყვარხართ და რაც არ უნდა ხდებოდეს, გაივლის და კარგად იქნებით.
მამაჩემზე ვერაფერსაც ვერ დავწერ, ან რა ჯანდაბა დავწერო,
ბოდიში, მა, ყველა გაცრუებული იმედის, მოლოდინის ვერ გამართლების გამო, თუ კი რამის მჯეროდა, შენ ხარ და შენი დედასადმი სიყვარულია, იყავი კარგად, ძალიან კარგად. მიყვარს მე შენი კარგად ყოფნა, სიცილი და ჩემთან ოთახში შემოვარდნები, მერე რა, რო ყვირილით გაგდებდი.
პ.ს. შენი მოდუღებული ყავა ჩემსას ბეევრად სჯობია!
სანამ შენზე რამეს ვიტყვი, ქალბატონო ნატალია, მანამდე ასჯერ ვასწრებ გაქვავებას და გაცოცხლებას, არ ვიცი, რა მოხდა, რითი დავიმსახურე, რომ დედაჩემი ყოფილიყავი, ასეთი ძლიერი და მაგარი გოგო, მადლობა, რომ არსებობ, ჩემი ორი შვილობილის დედაც რომ ხარ და ბოლოს მაინც შენებურად მიღიმი, ნერვების მოშლის შემდეგ, ახლაც ეგრე ქენი, რა.
მეზიზღება ყველა ის დღე, როცა აცრემლებული მყავხარ ნანახი, აუტანლად ვბრაზობდი სულ, არც გიხდება, რომ იცოდე!
მგონი, თქვენი ჯერია, მეგობრებო, ნი, ამოდენა რაღაცების კითხვა გეზარება ხოლმე, ვიცი. მაპატიე რა, იძულებული თუ გახდი და ნახე, თუ გინდა, უბრალოდ მოაყოლე ვინმეს, აეგრე ყვარებიხარ ეთოსო არაფერი გამოვიდა, როგორც სხვა დროს, არც ახლა გამოვიდა კარგად ყოფნა და რა ვქნა, ჩემი ბრალია? არც გაბედო ცრემლის გადმოგდება, გატყუებ ხოლმე, გიხდება-თქო, არ გიხდება!
მარტო სიცილი გიხდება, ხუმრობა და ბედნიერება.
რუსა რომ გაბრაზდება, ეგეც ვიცი, აქვს კაცო მიზეზი, ყველას გაქვთ მიზეზი, გამიბრაზდეთ, უფლებაც გაქვთ, იმდენ რამეს ვერ ვიტყვი, იმდენს ვერ დავწერ, ვერც კი წარმოგიდგენიათ.
სად ავცდი ასე მწარედ ჩემს თავს, სად დავიკარგე, არ მახსოვს, ნუ, არ ყოფილა კარგი, დამღალა
მსგავს ტექსტებს რომ ვკითხულობდი, სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა მათთან, აი, შეხედავ, ლამაზია, ჭკვიანი, მხიარული, ბრახ და აღარ არის, ეგრეა ხოლმე, რა
აზრზე არ ხარ, რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ხდება.
აუ, ერთხელ უნდა მეთქვა, უმეტესად რა ნაგავი ნათესავები მყავს და ეხლა ვიტყვი, რა, მეტი მაინც რა მექნება სათქმელი, არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, არც გაგიკარებდით, მაგრამ ჩემს ბედსო, ხომ იცით.
რა მაგარია ეს უწონადობა, წერ, წერ და უფრო იცლები, თავისუფლდები, სახლიდანაც ეგრე გამოვედი, გამოვნარნარდი!
რა უნდა ვთქვა,აღარ დამრჩა მეტი, ან დამრჩა და ვეღარ ვამბობ.
თინია, იცოდე დაწერე, დაწერე, როგორ ვცხოვრობთ ბედნიერად სადღაც შორს, სვანეთის მთების ძირში, როგორ დარბიან ჩვენი შვილები და ქმრები ერთად (ამათ რატო უნდა ირბინონ, არ ვიცი, მაგრამ იყოს რა ეგრე!)
დაწერე, რომ ბედნიერი ვარ.
ნინია, შენზე ძლიერი გოგო არ დაბადებულა და ზუსტად ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად.
ბევრი ყოფილხართ, ვინც მიყვარხართ, ძალიან ბევრი.
ბევრი ბოდიში მაქვს მოსახდელი, მაგრამ ნებას გრთავთ, გაბრაზდეთ, აღარ გიყვარდეთ, ზუსტადაც რომ ღირსი ვარ.
თუ ჩემი მიმოწერების ფრიალი არ იქნება, გამეხარდება ძალიან!
ვაიმე, ცუდად ყოფნას ვამჩნევდით და ბლა ბლა ბლა, არც ეგგ მინდა, კაცო".

კომენტარი

×