სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

41 დაღუპული და 6 დაშავებული - ავიაკატასტროფა მოსკოვში

41 დაღუპული და 6 დაშავებული - ასეთია მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგი. დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, რეისს, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა პრობლემები აფრენიდან მალევე შეექმნა. პილოტმა დისპეტჩერს ტექნიკური გაუმართავობის შესახებ შეატყობინა, რის შემდეგაც ბორტთან კავშირი დაიკარგა.

თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც ბორტზე ხანძარი გაჩნდა. მგზავრების ევაკუაცია ალმოდებული თვითმფრინავიდან განხორციელდა.

ავიაკომპანია აეროფლოტის კუთვნილ "სუპერჯეტ -100"-ის ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. მურმანსკში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100