აშშ–ში მეთევზემ ანკესით უზარმაზარი ნიანგი დაიჭირა

ამერიკელმა მეთევზემ უბრალო სათევზაო ანკესით უზარმაზარი ნიანგი დაიჭირა: რეპტილიის წონა 360 კილოგრამს აღემატება. 19 წლის ტიმ სტრომ მტაცებელი სენტ–ლუისის არხში დაიჭირა.

აღსანიშნავია, რომ სტროს ოჯახს სანადირო ბიზნესი აქვს, ასე რომ, ნიანგებთან ურთიერთობა არ უკვირთ. თუმცა ასეთი დიდი ეგზემპლარი მათ არასდროს დაუჭერიათ.

ტიმის თქმით, ის ვერც კი წარმოიდგენდა ალიგატორის ასეთ ზომას, მათი დუელი კი დავითისა და გოლიათის ბრძოლად იქცა. გაიმარჯვა სტრომ, რომელიც ნავის ბორტს ფეხებით იყო მიყრდნობილი და მთელი ძალით ეჭიდებოდა ნიანგს ნავზე ამოსათრევად.

ტიმის მშობლები შვილით ამაყობენ. ისინი გეგმავენ ნიანგის თავი ვაჟიშვილის საძინებელში ჩამოკიდონ. ამას გარდა, ისინი ნიანგის თათებისგან სანათურის, ხერხემლის მალებისგან – გასაღების საკიდების, ხორცისაგან კი მწვადის გაკეთებას აპირებენ.

კომენტარი