ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში

პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვის დროს განაცხადა.

ზელენსკიმ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, პრეზიდენტის პორტრეტის ნაცვლად, კაბინეტებში თავიანთი შვილების სურათები ჩამოკიდონ და ყოველ დღე მათ თვალებში უყურონ.

„მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

კომენტარი