სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეუფე კალისტრატე კლინიკაშია გადაყვანილი


ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე კალისტრატე კლინიკაშია გადაყვანილი.

მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ეპარქიის მღვდლის, მამა ექვთიმეს თქმით, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

ფოტოზე, რომელიც ეპარქიამ გაავრცელა, ასახულია მამა იოსებ ბურჯანაძე, რომელიც მეუფემ არქიმანდრიტის ხარისხით დააჯილდოვა. კლინიკაშივე შეასრულა კალისტრატემ ლოცვა-კურთხევა სამი მორჩილის მონაზვნად აღსაკვეცად.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100