"ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეოდა. ამბობს ხო, განა არ ამბობს" - გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი ბავშვზე ძალადობას აღიარებს

თბილისში, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინი ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მას ძალადობას ედავება და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით, არის დაწყებული.

მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია, მისი მეუღლე, ნინი ზალინაშვილის დედა კი რამდენიმე თვეა სასჯელს იხდის.

„უთხრეს, რომ შენ ბავშვი გიცემიაო და წაიყვანეს. ხო ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეოდა. ამბობს ხო, განა არ ამბობს,“-აცხადებს არკადი ძავაშვილის დედა ბაბულია ძავაშვილი.

შეგახსენებთ, 4 წლის ნინი ზალინაშვილის ​ დედა რამდენიმე თვეა უკვე დაკავებულია და მას გამოძიება გოგონას მიმართ ძალადობას ედავება, რასაც ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.

კომენტარი