სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურში მამაკაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მისი მეგობარი ქალის ძმამ დაჭრა

ხაშურში, ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელი, დაჭრეს. ვეტექიმს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მისი მეგობარი ქალის ძმამ დაჭრა. მომხდარს კი, წინ კონფლიქტი უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილმა ქალზე ფიზიკურად იძალადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100