სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კომბლები სხვენში" - ლევან ვასაძე საბრძოლო იარაღს ცვლის და ვიდეო მიმართვას ავრცელებს

მინდა გაგიკეთოთ ბოლო საჩუქარი - ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ განწყობილი ჯგუფის ლიდერი თანამოაზრეებს მოუწოდებს, კომბლები ჭერში შეაწყონ და მაშინ გამოიყენონ, როცა სხვა ხელისუფლება მოვა და "პრაიდის" ჩატარება დაიგეგმება.

ვასაძის თქმით, კომბლები სამართლდამცველთა წინააღმდეგ გამოსაყენებლად სჭირდებოდათ, თუმცა ახლა, როცა შს სამინისტრომ განაცხადა, რომ პრაიდი არ იქნება, ვასაძე ამბობს, რომ მათი საბრძოლო იარაღიც შეიცვალა.

მისი თქმით, იმ ადგილზე, სადაც ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები ღირსების აქციას გამართავენ, თეთრი ცხვირსახოცებით მივლენ.

„მინდა გაგიკეთოთ ერთ-ერთი ძალიან დიდი საჩუქარი. მეტი საჩუქარი არ იქნება და გეშინოდეთ თუ გამოიწვევთ არეულობას ქვეყანაში. მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის.

ეს იყო იმ შემთხვევისთვის თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს თუ გახსოვთ, გავაუქმეთ ქუჩების პატრულირება. აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“,- აცხადებს ვასაძე ვიდეო მიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100