"ორგანიზატორებს მოუწევთ და მოუბოდიშონ საზოგადოებას, განმარტონ რა, რატომ და როგორ მოხდა" - კალაძე რუს დეპუტატებზე

ერგეი გავრილოვის მოხსენება პარლამენტში - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ ასამბლეის ორგანიზატორებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. განცხადება, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგს, საპარლამენტო წევრები ესწრებოდნენ. კალაძემ ასევე თქვა, რომ მას შემდეგ რაც დღეს პარლამენტში მოხდა, ასამბლეა ვეღარ გაგრძელდება.

„რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ინტერესების გატარებისთვის.

დაუშვებელი და არასწორი იყო საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით სხდომის ჩატარება. ჩვენ გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ისეც არ უნდა ვქნათ,რომ მტერს ამ სიტუაციით სარგებლობის საშუალება მივცეთ.

ორგანიზატორებს მოუწევთ და მოუბოდიშონ საზოგადოებას, გარმანტონ რა, რატომ და როგორ მოხდა,“-განაცხადა კალაძემ.

კომენტარი