სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანღური პოლიციისგან - დაკავებულ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი არ აკმარეს

20 ივნისს პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი არ აკმარა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს დაკავებულ მოქალაქეს პანღურს პოლიციის თანამშრომელი. რამდენიმე სამართალდამცველს ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებული ჰყავს და მიჰყავს, დაკავებულს კიდევ ერთი პოლიციელი უახლოვდება და მას ფეხს ურტყამს.

ვიდეოში ასევე ჩანს, მამაკაცს ფეხის ამორტყმა არ აკმარეს და მას მუშტებით, თავის არეში სცემეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100