სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი" - ნიკა მელია

პარლამენტში სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი თქმით, იმის ნაცვლად რომ პარლამენტმა ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილოს და სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შს მინისტრის გადაყენებაზე იმსჯელოს, ხდება რუტინული საკითხების განხილვა. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ის რაც ქვეყანაში ხდება ზეპარტიული საკითხია, „ოცნების“ განცხადებები კი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გავს.

„აქ არაფერ შუაშია არც ნაციონალური მოძრაობა, არც ევროპული საქართველო, ზეპარტიული საკითხია, რა შუაშია ან ერთი პარტია, ან მეორე. ხმას როგორ იღებენ და რა შტურმზე საუბრობენ, ღიად დეკლარირებული აგრესორი, ოკუპანტი რომლის ხელებზეც ქართველი ჯარისკაცების სისხლიც არაა შემშრალი, შემოიყვანეს ამ დარბაზში. შტურმით თუ ვინმემ აიღო დარბაზი ესენი არიან. საუბრობენ ყველაფერზე გარდა სიმართლეზე....

გახარია არის კრიმინალი, უბრალოდ მსხვილი კალიბრის... მთავარი არის ის, რომ ერთი ერთში გავს ქართული ოცნების ეს ნარატივი იმას რასაც იყენებდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მაშინდელი კომპარტია, მაშინაც საუბრობდნენ რომ მაშინდელმა ლიდერებმა გამოიყენეს ახალგაზრდები. იმისთვის ვცხოვრობთ რომ რუსმა არ აგვიღოს, მაშინ რაღა აზრი აქვს დეპუტატობას, უნდა შევაკვდეთ დიახ, როცა რუსი შემოვა. ივანიშვილი, რომელსაც სპეცრაზმი ჰყავს ეზოში და ისე ძინავს. ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ივანიშვილს მიაჩნია.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100