სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 51 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 51 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"2019 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100