სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელიას პირველი კომენტარი სასამართლოს დატოვების შემდეგ

საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის შედეგი, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური, ვერ გაბედა! - ასე ეხმაურება ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას გირაო შეეფარდა.

მელიამ იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.

"მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ. გაგაშიშვლათ,ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად.

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი, რომა რ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე გუშინ, რომლებიც თითქოს ამსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავეო. იმ საფრთხეების წინაშე დადგა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა რაც გააკეთა"- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100