"იურიდიულად საქმეს არ განვიხილავთ, განვიხილავთ რამდენად დაშტვენილი აქვს ბიძინა ივანიშვილს" - ხაბეიშვილი მელიას დაკავების შესაძლებლობაზე საუბრობს

"ამ საქმეს იურიდიულად არ განვიხილავთ, განვიხილავთ რამდენად დაშტვენილი აქვს ბიძინა ივანიშვილს" - „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეზე, სააპელაციო სასამართლოსგან დღეს სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ ელოდება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალადობს, როგორც პროკურატურაზე, ისე სასამართლოზე, შესაბამისად, ხაბეიშვილი ამბობს, რომ თუ ივანიშვილი ადეკვატურობის შენარჩუნებას შეძლებს, ნიკა მელიას გირაოს პირობებში დატოვებს.

„დღეს სასამართლოში კი არ ველოდებით განაჩენს, ველოდებით,რ ამდენად გასულია ბიძინა ივანიშვილი მომსახურების ზონიდან, იმიტომ რომ მათ შორის პროკურატურაზე და სასამართლოზე ძალადობს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც ის იღებს.

დღეს ბიძინა ივანიშვილის ნებით შეიძლება შეუფარდონ ნიკა მელიას, რომელიც იურიდიული ჩარჩოებიდან გასული იქნება, თუ შედარებით ადეკვატურია ეს კაცი, მაშინ დატოვებენ მას გირაოს პირობებში,“-ამბობს ხაბეიშვილი.

კომენტარი