სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გახარია, წადი!" - ბანერები ხიდებზე გადმოფინეს

"გახარია, წადი!" - ბანერები ხიდებზე გადმოფინეს.
გახარია, წადი! - ამ შინაარსის ბანერი დედაქალაქში რამდენიმე ხიდზე გადმოფინეს. მოქალაქეები 20-21 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ.
უკვე რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა შს მინისტრს ხმა მიაწვდინონ და მან თანამდებობა დატოვოს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ გიორგი გახარია პოსტიდან არ გადადგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100