სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როგორ წარმოგიდგენიათ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი?"- ივანიშვილი გავრილოვის სისხლიან ღამეზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ "გავრილოვის ღამეს" მომიტინგეთა დარბევის ბრძანაბა მას არ გაუცია.

"ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყოდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი? ასეთ ბრიყვულ კითხვას, თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ეს თქვენგან არა მათგან მოდის. როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს 200 კაცს უყრიან თბილისში და 200 კაცს რეგიონებში, ხალხის ხედავს ყველაფერს, ხალხი ბრძენია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ანტისაოკუპაციო აქციას, ივანიშვილი ამბობს, რომ "აქციაზე ახლა თქვენი ხალხია, ძირითადად "რუსთავი 2"-ელები არიან."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100