"ორი ტყვია მომხვდა შუბლში, ერთი თავის ქალაში გაჩერდა" - 20 ივნისის სისხლიანი ღამის დაზარალებული დარბევის დეტალებს იხსნებს

"გავრილოვის სისხლიანი ღამე" - ერთ-ერთი დაზარალებული ალიკა მჭედლიძე დარბევის დეტალებს იხსნებს.

მისი თქმით, მას რეზინის ორი ტყვია შუბლში მოხვდა, ერთი კი თავის ქალაში გაჩერდა.

„სროლა რომ ატეხეს არავის გავუფრთხილებივართ. ორი ტყვია მომხვდა შუბლში, გადამიხეთქა შუბლი, გაჩერდა თავის ქალაქში. დილით რომ ცუდად გავხდი წამოვედი საავადმყოფოში ამომიღეს ეს. სანამ არ გადადგება არ მოვისვენებთ, მთელი ერი არ მოვისვენებთ, მარტო გახარია კი არა მთელი მთავრობა უნდა გადადგეს" - აღნიშნა დაზარალებულმა.

კომენტარი