სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ორ მხარეზე საუბრობს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ორ მხარეზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინთან და თავდაცვის ყოფილ მდივან დონალდ რამსფელდთან ერთად დევიდ ფროსტის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

"ამ ურთიერთობაში ორი დონე არსებობს. ერთის მხრივ, რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვრებს არ ცნობს, საქართველოს ხელისუფლებას და მის მიერვე გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ აღიარებს. ცოტა ხნის წინ პრესაში დაიბეჭდა, როგორ აღწერს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის ნახევრი საათის განმავლობაში ყვიროდა, როგორ უნდოდა ჩემი ჩამოხრჩობა. ჩვენი ურთიერთობების ერთი მხარე არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და დევნილებს საკუთარ სახლებში ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის. ჩვენ რუსეთის სამხრეთ რეგიონის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა დავაწესეთ. ქართველებისთვის რუსეთში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია, ბევრ რუსს კი საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ ვიზის გარეშე შეუძლია. საქართველოში ჩამოსული რუსები აღფრთოვანებულნი არიან, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენ, მათგან განსხვავებით, ნავთობი და გაზი არ გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100